სამართალი
ძარცვის ბრალდებით დაკავებულმა პირმა მის მიერ ჩადენილი ქურდობის 15 ფაქტიც აღიარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული დ.ყ., ძარცვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის დეკემბერში თბილისში ლიტველ ტურისტს ხელჩანთა გასტაცა, რომელშიც თანხა, სამკაულები და პირადი დოკუმენტები იყო. სამართალდამცველებმა დ.ყ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
,,ბრალდებულმა მის მიერ თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობის 15 ფაქტიც აღიარა, მათ შორის, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს - ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე წიგნის მაღაზია „პარნასის“, ხოლო 10 დეკემბერს - ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ანტრეს“ გაქურდვის ფაქტი. აღნიშნულ ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება იმ პირის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


