პოლიტიკა
ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადება გაკეთდება იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოსთვის ხელსაყრელი იქნება - დავით დონდუა
ჟენევის მოლაპარაკებების მეორე დღეს მონაწილე მხარეები ძალის არგამოყენების შესახებ ერთიანი განცხადების ტექსტზე მსჯელობას გააგრძელებენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ვერ ასახელებს, კონკრეტულად როდის შეთანხმდებიან მხარეები ამ განცხადების მიღებაზე. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი ქართული მხარისთვის ხელსაყრელი იყოს.
„ერთობლივი განცხადება გაკეთდება იმ შემთხვევაში, თუ ტექსტი და სხვა გარემოებები იქნება ჩვენთვის ხელსაყრელი. როდის მოხდება მისი შეთანხმება და შემდეგ უკვე გაჟღერება, თუ არ მოხდება, ამაზე წინასწარ ვერ გეტყვით. არაფერი საგანგაშო არ არის, არაფერ ისეთი არ მოხდება, რაც იქნება დამაზიანებელი საქართველოსთვის“, - თქვა დონდუამ.
გუშინდელი დღის მსგავსად განხილვის კიდევ ერთი მთავარი თემა ამჯერადაც იქნება არჩილ ტატუნაშვილის საკითხი. თბილისი ითხოვს მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოსკოვმა აიღოს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი გუშინ დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


