პოლიტიკა
ძალიან ცუდად მოგიტრიალდებათ დღევანდელი დღე - ენმ-მა პარლამენტის სხდომა დატოვა
პარლამენტის სხდომა „ევროპული საქართველოს“ შემდეგ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დატოვა. ამის შესახებ ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
წასვლის წინ მელიამ განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ამ კონსტიტუციის მიღება მათ ცუდად მიუბრუნდებათ.
მელიას მტკიცებით, ახალი კონსტიტუცია აყალიბებს დიქტატორულ რეჟიმს.
„დანამდვილებით ვხედავ თქვენს უახლოეს მომავალს; დანამდვილებით ვხედავ, როგორ გაფაციცებით მიეტმასნება ზოგიერთი მომდევნო ხელისუფლებას, მიეკედლება და ეტყვის, გვიშველეთო. იცით რატომ? იმიტომ რომ დღეს ამ საკონსტიტუციო პროცესით სათავე დაუდეთ ძალიან შეუქცევად და მტკივნეულ პროცესს, რომელიც ბუმერანგივით მოგიტრიალდებათ თქვენ უკან.
თქვენ ამ საკონსტიტუციო პროცესით დაადასტურეთ, რომ ამ პროცესში ხართ მარტო. არცერთი მოკავშირე თქვენ არ გყავთ. და რაც არ უნდა ილაპარაკოს ქალბატონმა ეკა ბესელიამ, რომ აქაც არ არის ჩემი ტანი და თავიო, თქვენი ტანია, თქვენ იღებთ ამ კონსტიტუციას ისე, რომ არცერთი პოლიტიკური მოკავშირე არ გყავთ, არცერთი საზოგადოებრივი ჯგუფი არ გყავთ მოკავშირედ, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. რატომ საუბრობთ, თუ რა იყო უწინ, წლების წინ? დღეს ერთი მოკავშირეც არ გყავთ, ფაქტია.
თქვენ რეალურად აკანონებთ დიქტატორულ და კლანურ კონსტიტუციას. თქვენ ართმევთ საქართველოს მოქალაქეებს უფლებას, რომ მომდევნო წლებში გადაირჩიონ ხელისუფლება.
არ არსებობს კონსტიტუციის გარშემო ელემენტარული თანხმობაც, კონსესუსის არანაირი ნიშან-წყალიც არ არსებობს.
თქვენ შორისაა თანხმობა და არა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, ამიტომ მართლა გულწრფელად გეუბნებით, ადრეც გამიმეორებია და დაგპირდით, ყოველთვის გაგიმეორებთ, ის, რომ თქვენ დღეს აქ ბევრნი ხართ, ამან შეცდომაში შეგიყვანათ და გგონიათ, რომ უმრავლესობაში ხართ ამ დარბაზის მიღმა.
ძალიან ცუდად მოგიტრიალდებათ დღევანდელი დღე, იმიტომ რომ, რაც არ უნდა გულზე მჯიღი ირტყათ, ბატონი ოქრიაშვილი, რომელიც იჯდა და ხელს ყველაფერზე წევდა ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან და დღეს თქვენ გყავთ და დღესაც ყველაფერს აკეთებს და ხელებს სწევს, პირველი იქნება, ვინც გიღალატებთ . ყოფილი ნაციონალური მოძრაობის ადამიანებს ვესაუბრები, რომლებიც, ქალბატონო ეკა, თქვენს რიგებშია. და ეს ადამიანი ოქრიაშვილი არის კრისტალი, ხოლო ჩემი პოლიტიკური გუნდის წევრი არის დამნაშავე? ღმერთმა გაგიმარჯოთ, არ შეგიშლით ხელს, არ დაგირღვევთ იდილიას“, - განაცხადა მელიამ.
სხდომა 2 საათზე დაიწყო. დღეს მესამე მოსმენით კენჭი უნდა უყარონ საკონსტოტუციო ცვლილებათა კანონპროექტს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


