პოლიტიკა
ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს მ.კ.-ს ვიცავ და ამის არანაირი სურვილი არ მაქვს - თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილე
თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი გაბოძის თქმით, პროკურატურას ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მ.კ.-სთვის დანაშაულში თანამონაწილეობისთვის ბრალის წაყენების საფუძველი მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ ჰქონდა. ასე უპასუხა გაბოძემ კითხვას, უნდა წაეყენებინა თუ არა პროკურატურას ბრალი მ.კ.-სთვის დანაშაულში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით.
„ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს მ.კ.-ს ვიცავ და ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. რეალურად ჩემს პოზიციას ვიცავ. ძალიან არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ მისი ადვოკატი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, მიწევს ჩემი პოზიციის დაცვა, რაც გამოდის, რომ თანხვედრაშია დაცვის პოზიციასთან“, - უთხრა გაბოძემ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მდივან ოთარ კახიძეს.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


