პოლიტიკა
ძალიან სამწუხარო და უხერხულია, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიღაც პატარა გოგოს გამოგზავნილი მესიჯბოქსიდან აკეთებს კომენტარებს - გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგ, გია ხუხაშვილის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შეფასებას პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ერთი და იმავე ტექსტით აკეთებდნენ.
"ძალიან სამწუხარო და უხერხულია, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიღაც პატარა გოგოს გამოგზავნილი მესიჯბოქსიდან აკეთებს კომენტარებს. თუ დააკვირდით, პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა და მინისტრებმა ზუსტად ერთი და იგივე ტექსტით გააკეთეს კომენტარი, ანუ სმსებით მიიღეს დაწერილი მესიჯბოქსი ვიღაც პატარა გოგოსი და გაიმეორეს ტექსტი სიტყვა-სიტყვით. სირცხვილია, როდესაც პრემიერ-მინისტრი და მინისტრები მესიჯბოქსებით იწყებენ მეტყველებას", - განაცხადა ხუხაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილს აღიარებენ როგორც ლიდერს გიორგი კვირიკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც დღემდე ვიღაცის ჩრდილშია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


