პოლიტიკა
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამ კვლევას გაეცნოს არა იუსტიციის საბჭო, არამედ პარლამენტი - ანა ნაცვლიშვილი
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის შეფასებისას განაცხადა, რომ ამ ანგარიშს უნდა გაეცნოს პარლამენტი.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამ კვლევას გაეცნოს არა იუსტიციის საბჭო, რომელსაც ცვლილების არანაირი რესურსი არ გააჩნია და ჯიუტად, თუმცა წარუმატებლად ცდილობს, თავი დაირწმუნოს და სხვებიც დაარწმუნოს, რომ ყველაფერი რიგზეა სასამართლოში, ამ კვლევას უნდა გაეცნოს პარლამენტი. პარლამენტის და მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა ის მძიმე ვითარება, რომელიც შეიქმნა სასამართლო სისტემაში, ისევე, როგორც ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში, რომელიც მოიცავს საგამოძიებო ორგანოებს, პროკურატურას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის თქმით, კვლევა მიუთითებს საგანგაშო შემთხვევებსა და რისკებზე. მან აღნიშნა, რომ თუ პარლამენტი არ იმოქმედებს, არსებული კრიზისი მიიღებს რთულ პროცესს, რადგან საზოგადოებრივი პროტესტი სერიოზული და მზარდია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” წარადგინა კვლევა, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული.
ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორებია: მართლმსაჯულების ადმინისტრირებაზე არასათანადო გავლენა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ და სასამართლო ხელისუფლების სისტემური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ხარვეზიანი კანონმდებლობით.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


