პოლიტიკა
ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში - კახა კალაძე მერის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეიდან, მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. კახა კალაძე თბილისის მერიაში 08:30 საათზე მივიდა, სადაც უკვე ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიის თანამშრომლებთან ერთად, იმ პრობლემების დაძლევას შეძლებს, რომელიც დღეს ქალაქში არსებობს.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, თუ რამდენია სამუშაო და შესაბამისად, გუნდთან ერთად, შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძე მერიის თანამშრომლებს გაესაუბრა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
დედაქალაქის ყოფილმა მერმა კი, კახა კალაძეს ქალაქის განვითარებისთვის სასიკეთო პროექტების განხორციელება უსურვა. დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ ახალი მერი პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს სათანადად გააკეთებს.
„დღეიდან ახალი მერი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას და თბილისის მერიაგადაიბარა. მინდა მას წარმატებები ვუსურვო და ის, რომ ჩვენი ქალაქისთვის სასიკეთო პროექტი განახორციელოს, რაც პირადად ჩემთვის და თითოეული ჩვენი თანაქალაქელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნარმანიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


