პოლიტიკა
ძალიან მძიმე იყო, როცა პრემიერის კაბინეტში ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი პირდაპირ გვაშანტაჟებდა, რომ ქვეყანაში უნდა გახსნილიყო მეორე ფრონტი და დაგვეწყო საბრძოლო მოქმედებები - კახა კალაძე
ძალიან მძიმე იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი პირდაპირ იმუქრებოდა, აშანტაჟებდა პრემიერ-მინისტრს, პარტიის თავმჯდომარეს, რომ ქვეყანაში უნდა გახსნილიყო მეორე ფრონტი და დაგვეწყო საბრძოლო მოქმედებები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სამხედრო ტექნიკით მომარაგება მოხდებოდა.
„კითხვა როდესაც დაისვა, რომ კარგი, ჩვენ შეგვიძლია, გვყავს მაგარი ბიჭები, ჯარი, თუმცა დღეს ტექნოლოგიურად ყველაფერი ისეა განვითარებული, ვხედავთ, საბრძოლო მოქმედებები, ძირითადად, ტექნიკის მეშვეობით მიდის, ვთქვათ, გავძელით ერთი კვირა, ათი დღე, მერე რას ვშვრებით? პასუხი იყო ნამდვილად გასაოცარი, რომ უნდა გადავსულიყავით პარტიზანულ ბრძოლებზე. ამას შემდეგ მოჰყვა პირდაპირ განცხადებები უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ საქართველო უნდა შეეხიდოს უკრაინას, უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი. აგრეთვე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები იყვნენ ჩართული და იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში, ვიდრე „ქართული ოცნებისგან“ ვისმენდეთ ისეთ განცხადებებს, რომ არც მეორე ფრონტი გაიხსნება ქვეყანაში და ვერც სანქციებს შევუერთდებით, რადგან ეს ყველაფერი დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნებოდა ქვეყნისთვის.
რა თქმა უნდა, ეს პროცესი მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივად მიმდინარეობს, შანტაჟი ქვეყნის, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ევროინტეგრაციის პროცესით. ხან კანდიდატის სტატუსის თემა შემოიტანეს. გვახსოვს, მაშინ ყველა პარამეტრით, განხორციელებული პროექტებით, რეფორმებით საქართველო გაცილებით წინ იყო იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც მაშინ მისცეს კანდიდატის სტატუსი და უსამართლო გადაწყვეტილება, სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. დასჯა მოინდომეს ჩვენი ქვეყნის, საქართველოს დაუგვიანეს კანდიდატის სტატუსის მიცემა. გვახსოვს, რა იყო ძირითადი მესიჯი, რომ ქართველ ხალხს პირდაპირ ეუბნებოდნენ, თქვენ კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ ევროპულ მომავალს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. ანუ, ევროინტეგრაციის პროცესს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღად იყენებდნენ. უნდოდათ, ქართველი ხალხი დაეპირისპირებინათ ხელისუფლებასთან. მესიჯი ჰქონდათ ძალიან მარტივი, თქვენ კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდი. თუმცა ხალხმა ეს ყველაფერი გააანალიზა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


