უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 აპრილი, 2025 15:35
font-size

ძალიან მძიმე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, ჩაიდინეს ღალატი, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოაშკარავებული ინფორმაციით ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა იყო ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და მათ ჩაიდინეს ღალატი. ამის შესახებ კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

„პარლამენტში შექმნილია საგამოძიებო კომისია, მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების დაბარება, კითხვების დასმა. ალბათ, საზოგადოება თვალს ადევნებს, ვიცი, ბევრი აღშფოთებულია იმ ინფორმაციით, რაც გამოიკვეთა, რა ხდებოდა რეალურად. ძალიან მძიმე იყო მათი მმართველობა, მათ ჩაიდინეს ღალატი, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე აზრით, კომისიის მუშაობის მიზანი მკაფიოა და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, იცოდეს სიმართლე აგვისტოს ომის შესახებ.

„ვისაც შეუძლია, გააკეთოს შეფასება და ანალიზი, ყველა კარგად ხედავს, რა არის აღნიშნული კომისიის მიზანი. იმ კონკრეტული პასუხებიდანაც კარგად ჩანს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორ მართავდნენ ქვეყანას და რა მდგომარეობაში ჩააგდეს ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, პერსპექტივა არ აქვს.

„არ ვიცი, რა ახალ ქმედებებზე უნდა გადავიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გაუბედურებული და გაფარჩაკებულია. ეს მათი გადასაწყვეტია – რა ფორმით, როგორ და რანაირად, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში ქვეყნის მტრებს, აგენტურას, იმ ადამიანებს, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არანაირი პერსპექტივა არ აქვთ მომავალში და ისინი პოლიტიკურ ველზე ყოველთვის დამარცხებულები იქნებიან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი