უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 მარტი, 2025 12:35
font-size

ძალიან მალე საზოგადოებისთვის წარდგენილი იქნება დოკუმენტი ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხზე - სალომე სამადაშვილი

უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს კოორდინაცია და რამდენადაც ვიცი, ძალიან მალე საზოგადოებისთვის წარდგენილი იქნება დოკუმენტი, რაც შეეხება ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხს, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივნმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„ყველას ესმის, რომ ახალი არჩევნების ჩატარების გარეშე, საქართველო ვერ გამოვა იმ ჩიხიდან, რომელშიც ჩვენ შესული ვართ. გადის კვირები, თვეები და არავინ აღიარებს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელმაც მიითვისა ქვეყანაში ძალაუფლება გაყალბებული არჩევნების გზით. ამიტომ, მთავარი ამოცანა, რომლის გარშემოც დღეს გაერთიანება ხდება, ეს არის სწორედ ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ეფექტიანად ვთანამშრომლობთ. მაგალითად, საგარეო ფრონტზე ხედავთ, როგორი შედეგები გვაქვს, რაც შეეხება არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, ჩვენ ვაყალიბებთ კონკრეტულ ხედვას, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ცხადია, რუსეთის სპეცოპერაციას არ ვგულისხმობთ მორიგ ჯერზე, როდესაც ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება ამ თანამშრომლობის გაღრმავებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, რომელიც მრავალი თვეა გაჟღერებული გვაქვს, ეს არის ალტერნატიული პოლიტიკური საკოორდინაციო ცენტრის შექმნა, სადაც იქნებიან წარმოდგენილი ის პარტიები, ვისაც აქვს ქართველი ხალხისგან მიერ მიღებული მანდატი, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, სადაც უკვე წარიმართება მუშა პოლიტიკური პროცესი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ სისტემატიზირებული არ არის. ამიტომ, ვფიქრობ, ეს დრო და ვითარება მოითხოვს იმას, რომ ამ კოორდინაციის სისტემატიზაცია მოხდეს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან მალე შესაბამისი პროგრესი გვექნება",-განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი