პოლიტიკა
ძალიან ხშირად გაისმის სიტყვა ოზურგეთი, რაც მიუთითებს იქ არსებულ პრობლემებზე - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ კვლევას გამოეხმაურა, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურსა და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველაზე მძიმე ვითარებაა ოზურგეთში.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ კვლევის წარდგენისას განაცხადა, რომ ოზურგეთში მეორე ტურისთვის მზადება მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფონზე მიმდინარეობს.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ უწყებათაშორისო კომისიების სხდომებზე ხშირად ესმის ოზურგეთში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ, რაც რეაგირებას საჭიროებს. მან დაამატა, რომ საჩივრებში ერთი და იგივე კანდიდატები ფიგურირებენ.
„მე, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, ძალიან მარტივად ვიტყვი, მაწუხებს ის, რომ ჩვენი კომისიის ფარგლებში ძალიან ხშირად გაისმის სიტყვა ოზურგეთი და ისმის ოზურგეთში არა ერთი კანდიდატის გვარები და სახელები. მე ვისურვებდი, რომ ეს ასე არ იყოს, რადგან ჩვენს მაგიდაზე მოდის საჩივრები, ინფორმაცია ერთსა დ იმავე მუნიციპალიტეტის, კანდიდატების ორი-სამი გვარი და სახელი მეორდება, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ არის გარკვეული ტიპის პრობლემები და მე ვისურვებდი, რომ ოზურგეთში და ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება, პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ ინტერესს, რომელიც გულისხმობს მშვიდობიან, თანასწორ და კონკურენტულ პირობებში არჩევნების ჩატარებას. ეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა კანდიდატებმა უნდა უზრუნველყონ, რომლებიც პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის“, - განაცხადა წულუკიანმა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით დაძაბულია მდგომარეობა ოზურგეთის საარჩევნო ოლქში.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა მიხელ ბენიძემ დღეს, 10 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე მიმდინარეობს ოზურგეთში მეორი ტურის წინა პერიოდი, რაც ხელს უშლის თავისუფალი და თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას.
“ოზურგეთის ოლქში ამომრჩევლის მუქარა-ზეწოლის 4 და ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტი გამოვლინდა. თითქმის ყველა შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო მოხელე არის ჩართული, რომლებიც ქართული ოცნების კანდიდატის, ბეგლარ სიორიძის სასარგებლოდ მოქმედებენ”, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
ბენიძემ ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის წევრის, გიორგი როყვას გაუჩინარების საკითხზე, რომელიც გუშინ, 9 ნოემბერს პოლიციამ რკინიგზის სადგურზე ნახა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


