სამართალი
ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შსს-მ, მაგრამ მირზა სუბელიანის შემთხვევაში არ ყოფილა მარტო დანაშაულის დაფარვა - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავებას ეხმაურება.
ზაზა სარალიძის თქმით, მირზა სუბელიანის შემთხვევაში მხოლოდ დანაშაულის დაფარვაზე არ უნდა იყოს საუბარი და უნდა დააკავონ ასევე, ყველა ის პირი, ვინც ყოფილი მაღალჩინოსნის მითითებებს ასრულებდა.
„ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შსს-მ, მაგრამ აქ არ ყოფილა მარტო დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა. აქ იყო, რა ზემოქმედებას ახდენდა მირზა სუბელიანი ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორ კერავდნენ მისი დავალებით პროკურორები. იმასაც მოვუსმინე, რომ ამ წუთში სკოლის დირექტორის და ექსპერტების დაკითხვა მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა, დღემდე, რატომ არ გაისმა ის, რომ დაკითხონ საქმის პროკურორები, რომლებმაც შეკერეს ეს საქმე, ნუ მეთამაშებიან რა. ჯერ ერთი, მარტო სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა მე იქ გამახვილებული ყურადღება. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვუთვალე, რომლებიც დღემდე დაკავებული უნდა ყოფილიყო,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, ასევე, საინტერესოა, რატომ არ აკავებენ მიხეილ კალანდიას, რომელმაც სასამართლო სხდომებზე ჩვენებები შეცვალა.
ამასთან, ზაზა სარალიძეს აინტერესებს, რატომ არ კითხავენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორებს, რომლებმაც საქმე, მისი შეფასებით, შეკერეს.
როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, მირზა სუბელიანის დაკავება გეგმებს არ შეცვლის და პარლამენტის წინ აქციები გაგრძელდება.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


