უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 იანვარი, 2026 13:11
font-size

ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი

წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლება განიხილება.

„ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ. არა მარტო სამართლებრივი, უკვე პრაქტიკულადაც, მათ მხარდამჭერები აღარ ჰყავთ. ახლა ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ერთი რამ შემიძლია, გარანტირებულად გითხრათ, რომ იქ ჩემი კანდიდატურა ნამდვილად არ იქნება განხილული. დანარჩენი ჩვენ და დანარჩენ საქართველოს არ გვადარდებს.

რადიკალურ ოპოზიციას არც გეგმა ჰქონდა, არც ერთიანობა და ვერც ვერასოდეს ექნება. ამას თავიანთი ბევრი „ლიდერი“ ამბობს, რადგან ე.წ რადიკალური ოპოზიცია წყალწაღებულია. ჩვენ და ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამაზე არ ვფიქრობთ. ჩვენ საქართველოს მომავალზე ვფიქრობთ. საქართველოს და „ნაციონალურ მოძრაობას“ სულ სხვა დღის წესრიგი აქვთ. ასე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. მათი დღის წესრიგი იყო ახალი ქართველის გამოყვანა და საქართველოს დღის წესრიგი იყო, რომ ქართველობა შეენარჩუნებინა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას საამისო რესურსი და რეიტინგი არ გააჩნია.

„წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვლაპარაკობ მათზე ბევრს. თვითონ ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის ფაქტიც, რომ მინიმალურზე მინიმალური მხარდამჭერები დარჩათ ანტიქართული პოლიტიკის გამო. ეს დევიზი – „რაც უარესი საქართველოსთვის, მით უკეთესი „ნაცმოძრაობისთვის“ – ჯერ კიდევ არსებობს. ამიტომაა ქვეყანაში მათი რეიტინგი ნულოვანი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი