პოლიტიკა
ძალიან გთხოვთ ყველას, რუსთავი 2-ს მინდა, განსაკუთრებით ვთხოვო, ნუ ქმნიან ხელოვნურად აგრესიულ ფონს - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა ვაკეში, #53 საარჩევნო უბანზე მისცა.
„დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი - არის ორი პოლიტიკური ძალა, იქითა მხარეს არის პოლიტიკური ძალა, რომლის თვისებები არის , მოგეხსენებათ, აგრესია, სიძულვილი სიცრუე და მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი ჩააბარა წარსულს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება.
მე მინდა მოვუწოდო ყველას აქტიურობისკენ. მოგეხსენებათ, პირველ ტურში დაბალმა აქტიურობამ განაპირობა ის, რომ ნეგატიურმა ძალამ მიიღო საკმაოდ მაღალი შედეგი. არჩევნებში თუ იქნება მაღალი აქტიურობა, ამ შემთხვევაში პასუხიც იქნება მაქსიმალური“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, როგორ აფასებს კობახიძე, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არიან მობილიზებული საარჩევნო უბნებთან სიებით, სურათებითა და პირადი მონაცემებით და იყო თუ არა ეს წინასწარ ორგანიზებული, კობახიძემ უპასუხა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება, საარჩევნო კომისიიდან ოფიციალური სიები აიღოს.
მან ასევე „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს მადლობა გადაუხადა მობილიზებისთვის, ხოლო ჟურნალისტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ „ხელოვნურად აგრესიული ფონის“ შექმნისგან.
„მე ჩვენს კოორდინატორებს მინდა მადლობა გადავუხადო მობილიზაციისთვის. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება, აიღოს ოფიციალური სიები, მათ შორის ფოტოსურათებიც საარჩევნო კომისიიდან, პირად ნომრებზე არ ვამბობ. არის სიები, რომლებიც აქვს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და ძალიან გთხოვთ ყველას, რუსთავი 2-ს მინდა განსაკუთრებით ვთხოვო, ნუ ქმნიან ხელოვნურად აგრესიულ ფონს. არ არის აგრესიული ფონი ამ არჩევნებში. ნუ შეეცდებით, ხელოვნურად შექმნათ ასეთი ფონი. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს ამომრჩეველს იმის საშუალება, რომ მათ ხმა მისცენ მშვიდ გარემოში. ესაა თქვენი პასუხიმსგებლობაც“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როცა ჟურნალისტმა იგივე კითხვა გაუმეორა, კობახიძემ განაცხადა, რომ იქმნება უამარავი სპეკულაცია აგრესიული ფონის შესაქმენლად.
„არის უამრავი სპეკულაცია, რითაც იქმენება ხელოვნურად აგრესიული ფონი. ყველას მოგიწოდებთ, გამოავლინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მათ შორის კონკრეტულ მედიასაშულებას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე ითქმით, არის „გარკვეული ინდივიდუალური შემთხვევები, თუმცა მთლიანობაში ეს არ ცვლის საერთო სურათს, ვერ ქმნის საერთო ნეგატიურ ფონს“.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არჩევნები წარიმართება ჯანსაღ, თანასწორ, სამართლიან გარემოში. ესაა ჩვენი პასუხიმსგებლობა და ასე გაგრძელდება მუშაობა დღის განმავლობაში“, - თქვა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


