კომენტარი
ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის გადაბრალებამ საქართველოს პრეზიდენტზე - გიორგი აბაშიშვილი
პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისკენ, - ასე ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.
"ზოგადად, როცა ვიწრო სივრცეში ჩაკეტვა ხდება, ამ დროს აქვს ადგილი კონსპირაციებს და ეჭვიანობას. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის გადაბრალებამ საქართველოს პრეზიდენტზე. მინდა ყველას შევახსენო, რომ ბუნებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა ვინმეს კარნახით. ცხადია, ასეთი ადამიანები არაინ პილიტიკაშიც და არასამთავრობო სექტორშიც", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ცნობისათვის, დღეს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასაწყისში, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომისიას სარწმუნო ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით.
ამ განცხადებიდან მალევე მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


