პოლიტიკა
არასაპარლამენტო პარტიამ „მოძრაობა ხალხისთვის“ საკონსტიტუციო კომისია დატოვა
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, კერძოდ, პარტიამ „მოძრაობა ხალხისთვის“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, კონსტიტუციის ცვლილება ემსახურება არაფორმალური მმართველობის დამყარებას დემოკრატიული ინსტიტუტების ხარჯზე.
„საქართველოში მიმდინარე ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმის რეალური მიზანია არა კონსტიტუციის, როგორც მთავარი დოკუმენტის დახვეწაა, არა მისი დამკვიდრება, როგორც ხელუხლებელ ღირებულებათა, არა მეტი კონსტიტუციური გარანტიის შექმნა ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოსთვის, არამედ მისი მთავარი მიზანია არაფორმალური მმართველობის განვრცობა სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტების შთანთქმისა და მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების მოსპობის ხარჯზე“, - განაცხადა მაჭუტაძემ
მან ის ცვლილებებიც დაასახელა, რომელიც, მაჭუტაძის აზრით, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.
„ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პროექტით: უქმდება პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი და საყოველთაო არჩევის წესი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები განიძარცვებიან ქართული სახელმწიფოს მეთაურის არჩევის უფლებისგან. უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო. ხელისუფლება მიიტაცებს იმ ხმებსაც, რომელიც მას არჩევნებზე არ მიუღია - ანუ გაუნაწილებელი ხმები სრულად მიაქვს ხელისუფლებას. პრეზიდენტის ჩამოერთმევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობა. შეკვეცილია მისი, როგორც მთავარსარდლის ფუნქცია გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნასთან დაკავშირებით. პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ეკრძალებათ საარჩევნო ბლოკებში გაერთიანება. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იქცა ფარსად. კომისიაში წარმოდგენილ უმრავლესობას არ ესმის, საქართველოს მოქალქეთა მტკიცე და ურყევი პოზიციები, მას გადაწყვეტილი აქვს, ქართველი ხალხის ნების ნაცვლად კონსტიტუციაში ასახოს, მმართველი პარტიის ვიწროპოლიტიკური და ბატონი ივანიშვილის პირადი ინტერესები. ამით ისპობა კონსტიტუცია, როგორც საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური შეთანხმება თანაცხოვრებისა და სახელმწიფოს რაობის შესახებ“, - განაცხადა მაჭუტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
მაჭუტაძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შემდეგ ის ინტერპარტიულ მოძრაობას ჩამოაყალიბებს კონსტიტუციის დასაცავად. მან თავის კოლეგებს საკონსტიტუციო კომისიის დატოვებისკენ მოუწოდა.
ანა მებურისვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


