პოლიტიკა
ძალიან ძნელი იქნება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენა - მარიამ ჯიშკარიანი
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენა რთული იქნება, რადგან არაა გადმოცემული არც ორგანოები, არც ქსოვილოვანი მასალა და არც სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია.
„არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიაში“ მიმდინარეოსბ კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა, შეგროვილია გარკვეული მასალა, თუ კიდევ დაგვჭირდება, კიდევ მივმართავთ, როგორც პროკურატურას ასევე დაცვის მხარეს, რომ მოგვაწოდოს საქმის მასალები. ეს ექსპერტიზა არის საერთაშორისო სტანდარტების. კვლევა გულისხმობს იმის დადგენას, არის თუ არა ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები წამების უშუალო კვალი, წამების რა მეთოდები იყო გამოყენებული და რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირია წამებასა და მის ძალადობრივ სიკვდილს შორის.
ძალიან ძნელი იქნება გარდაცვალების მიზეზების დადგენა, რადგან არ არის გადმოცემული არც ორგანოები, ქსოვილოვანი მასალა და არც სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია, თუნდაც გამოძიების მასალები, თუკი ასეთი არსებობს, დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან და ასევე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. შესაბამისად, ძალიან ძნელი იქნება ამ თემაზე მსჯელობა“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, მიზანმიმართულად ხდება გამოძიებისთვის ხელის შეშლა.
„შესაბამისად, თუნდაც ის სტრუქტურები, ვინც ჩაატარა ექსპერტიზა, ანუ ყველა მაღალი რანგის მოხელე და სტრუქტურა, ვინც ჩართული იყო ამ არა მარტო წამებისა და მოკვლის ფაქტში, არამედ მთლიანად გამოძიების ხელის შეშლასა და დაფარვაში, რა თქმა უნდა, ყველა ეს პირი უნდა იყოს დასახელებული ამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“, - აღნიშნა ჯიშკარიანმა.
არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს 2 მოქალაქესთან ერთად საოკუპაციო ძალებმა 22 თებერვალს გაიტაცეს. მომდევნო დღეს ოსურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. თბილისის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქის ცხედარი ოჯახს თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადასცეს.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


