პოლიტიკა
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე ივლისიდან პენსიონერები და შშმ პირები შეძლებენ, ნაკლებ ფასად შეიძინონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ იმედი გამოთქვა, რომ უკვე ივლისიდან პენსიონერებისთვის და შშმ პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ნაკლებ ფასად შეიძინონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები.
სერგეენკოს მტკიცებით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს.
„ერთ-ერთ ყველაზე უფრო მთავარ გამოწვევად გამოვყოფდი იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამამ მნიშვნელოვნად, ჯერადობით შეამცირა მოსახლეობის ჯიბიდან გადასახადები, ის ისევ მაღალი რჩება. თუ იყო 70 % საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვამდე, ახლა ეს არის 55 % და ამ ჯიბიდან გადასახადების 70%- ზე მეტს შეადგენს დანახარჯები მედიკამენტებზე.
თუ დაისმებოდა კითხვა, რომ რომელიმე ერთი გამოწვევა დამესახელებინა ჯანდაცვაში, აუცილებლად დავასახელებდი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას.
შარშან მაისიდან დავიწყეთ პირველი ეტაპი ამ მიმართულებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე ივლისის თვეშივე მოვასწრებთ მორიგ გაფართოებას, როდესაც ასაკით პენსიონერებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად, ჯერადობით ნაკლებ ფასად შეძლონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების შეძენა“, - განაცხადა სერგეენკომ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, რომელზეც მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


