პოლიტიკა
ძალიან დეტალებში აინტერესებდათ „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები - სტრასბურგში გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეხვედრები გამართა
სტრასბურგში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს. მათ მოლაპარაკებები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან ჰქონდათ.
დღეს კი ისინი გენერალური სამდივნოს წევრებს შეხვდნენ, სადაც ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოსა და შავი ფულზე ისაუბრეს. ასევე აქტუალური იყო „რუსთავი 2“-ისა და „ომეგა ჯგუფის“ საქმეც.
საქართველოს „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, მათ წინასაარჩევნო პროცესზე იმსჯელეს და ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით თქვეს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, დასავლეთს მკვეთრი რეაქცია ექნება.
„დეტალურად იყო განხილული საარჩევნო პროცესი, ხაზი იყო გასმული იმაზე, რომ გაყალბების შემთხვევაში ძალიან მკვეთრი რეაქცია იქნება აქედან, აგრეთვე ძალიან დეტალებში აინტერესებდათ „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები. ჩვენ ხაზი გავუსვით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს, რომელიც სტრასბურგში იხილება და მათ დეტალური ინფორმაცია აქვთ ამ მიმართულებით და ძალიან დიდი მონიტორინგის ქვეშ არის „რუსთავი 2“-ის საქმე,“ - განაცხადა დავითაიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


