სამართალი
ძალიან ბევრნი იყვნენ, ვფიქრობ, 20-მდე მაინც, ხელჩართული ომი იყო - ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ოცამდე მოზარდი იქნებოდა, ხელჩართული ომი იყო, – განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს გამოკითხავენ.
მისი თქმით, თვითმხილველებს ახალგაზრდების დამშვიდება სურდათ, თუმცა ეს შეუძლებელი იყო.
„ძალიან ბევრნი იყვნენ, ვფიქრობ, 20-მდე მაინც. ხელჩართული ომი იყო. ჩვენ, მეზობლებს რაც შეგვეძლო, გვინდოდა, ეს ბავშვები ატაცებული მდგომარეობიდან გამოგვეყვანა, რაც შეუძლებელი იყო. თითქოს, არაფერი ახსოვდათ, ისეთი ჩხუბი იყო“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.
მისივე თქმით, ძირითადად ტრაგედიის შემდგომ წამებში განვითარებული მოვლენები დაინახა.
„იქ იყო ხელჩართული, ერთიანი, დიდი, დაუნდობელი შეხლა-შემოხლა. შემდეგ ჩვენი აივნიდან ამ ბავშვების დაშოშმინება დავიწყე, რაც ვერ შევძელი. შემდეგ პოლიციაში რეკვა დავიწყე, რომელიც საკმაოდ გაჭირდა. ისევ რომ გამოვედი, უკვე დადუნაშვილს შევესწარი, როგორ ბარბაცებდა. მერე უკვე სასწრაფოზე გადავერთეთ, რომ ექიმებს მოსვლა შეძლებოდათ. უკვე იქ საცობი იყო, ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებდა“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.
მისი თქმით, გამოძიებას ის აქამდე არ გამოუკითხავს და პირველად დღეს კომისიის სხდომაზე გამოკითხავენ.
„დეტალების თაობაზე რაც ვიცით, გამოძიებას მოვუყვებით. მე არ ვიცი, ეს არსებითია, თუ არაარსებითი, მაგრამ საჭიროა, ყველამ, ვინც იქ ესწრებოდა და იმ ვითარებაში შორი ახლოს მაინც იყო, ისაუბროს მომხდარზე. როგორც ჩანს, ძალიან რთული საქმეა, ამიტომ თითოეული მათგანის აზრის გათვალისწინება და შთაბეჭდილებისა თუ ფაქტების მოყოლა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


