პოლიტიკა
ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს რუსეთს, რომლის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - თამარ ჩუგოშვილი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს.
სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილებათა გაუქმება და ხმის მიცემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გართულებაა.
„გუშინ საკმაოდ რთული დღე იყო კომიტეტებში. პოლიტიკურ ჯგუფებში მიმდინარეობდა სამზადისი დღევანდელი დისკუსიისთვის, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართება და ეხება რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნებას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან ისე, რომ არ შეასრულოს არანაირი ვალდებულებები.
„ძალიან ბევრი ვალდებულება აქვს რუსეთს, რომლის შესრულება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს თემები ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილების საკითხებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს ამ დისკუსიებში.
დღეს ვნახავთ, რამდენად აღმოაჩნდება რუსეთს მხარდამჭერები ერთი მხრივ და ასევე ვიხილავთ თავად ევროსაბჭოს ორგანიზაციის ღირებულებების მხარდამჭერებს.
რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარეშე მათთვის რაიმე საშეღავათო გადაწყვეტილების მიღება აცდენა იქნება თვითონ ევროსაბჭოსთვის და დამაზიანებელი იმ ღირებულებებისთვის, რომლისთვისაც ეს ორგანიზაცია არის შექმნილი. ამას ყველა კარგად აცნობიერებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს ევროსაბჭო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
სანქციების შენარჩუნებას რუსეთის წინააღმდეგ მხარს უჭერს საქართველო, ბრიტანეთი და უკრაინა. სწორედ ყირიმში განხორციელებული აგრესიის გამო შეუწყდა ხმის უფლება რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


