პოლიტიკა
ძალიან ამაღელვებელია თეიმურაზ მეფის პორტრეტის, ამ მნიშვნელობის სამეფო საგანძურის საქართველოში დაბრუნება - მიხეილ ბატიაშვილი
ქართველი მეფის პორტრეტის საქართველოში დაბრუნება უნიკალური და ემოციურია მოვლენაა, თეიმურაზმა რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო და ახლა ის პორტრეტის სახით დაუბრუნდა ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამეფო საგანძურის დაბრუნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართლ-კახეთის გვირგვინოსანი მეფე- პოეტის თეიმურაზ მეორის პორტრეტი 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. პორტრეტი დაბრუნება ფონდ ,,ქართუს“ მხარდაჭერითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დახმარებით მოხდა. პორტრეტი ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.
მიხეილ ბატიაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფონდი „ქართუს“ დამსახურებას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საქმეში. ფონდმა 800-ზე მეტი ისტორიული ძეგლის რესტავრირებისათვის თითქმის 100 მილიონი ლარი დახარჯა. ამჟამად მიმდინარეობს 57 ძეგლის რეაბილიტაცია, რომელიც ჯამში 11 მილიონი ლარი ჯდება. 2015-16 წლებში ფონდ „ქართუს“ ძალისხმევით საქართველოს ასევე დაუბრუნდა ფიროსმანის ორი ტილო, „არსენალის მთა ღამით“ და „შველი წყლის პირას“.
რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებლის - ალექსანდრე ანტროპოვის მიერ შესრულებული თეიმურაზ მეფის პორტრეტი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ონლაინ გალერეამ 1Stdibs-მა 186 ათას დოლარად გასაყიდად გამოიტანა მისთვის უცნობი ადამიანის პორტრეტი. პორტრეტის ყველა დეტალი დაემთხვა მეფე თეიმურაზის გრავიურას, რომელიც ანტროპოვის ნახატის მიხედვით შეიქმნა.
ისტორიული დატვირთვის მქონე ხელოვნების ნიმუშს საქართველოში უკვე ჩაუტარდა პირველადი საექსპერტო დათვალიერება და სარესტავრაციო შემოწმება, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უცხოელი ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. თეიმურაზ მეფის პორტრეტი თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დღეიდან გამოიფინება. ორი დღის განმავლობაში მუზეუმის კარი ღია იქნება დამთვალიერებლისათვის და მეფის პორტრეტის ნახვა მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


