პოლიტიკა
ძალადობით კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა პარლამენტარებს, არ დაუჭირონ მხარი იმ საკონსტიტუციო პროექტს, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსესუსი.
„სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსენსუსი. არ არის თანხმობის ერთიანი დოკუმენტი. მას ხელს აწერს მხოლოდ ერთი პარტია, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი არ არის თანხმობის, ერთიანი სულისკვეთების გამოხატვის დოკუმენტი.
მინდა გავახსენო ქართულ საზოგადოებას, რომ 95 წელს, როცა პირველად დაიწერა კონსტიტუცია, პოლიტიკოსებმა შეძლეს თანხმობის დოკუმენტის შექმნა. მას შემდეგ კონსტიტუციაში ყველა შეტანილი ცვლილება იყო ერთი პარტიის მიერ დაწერილი. სამწუხაროდ, იგივე გრძელდება ახლა.
მოვუწოდებ დეპუტატებს, იმ ხალხს, ვინც უნდა გადაწყვიტოს კონსტიტუციის მიღება-არმიღების ბედი, თქვენ ხელში გაქვთ პულტები, შეეცადეთ, ეს პულტები არ გამოიყენოთ, რადგან ძალადობით, თანხმობის გარეშე კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ. ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტმა 115 ხმით, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტს. სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ დასწრებია, რადგან მათ საკონსტიტუციო განხილვებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


