პოლიტიკა
ძალადობისა და უსამართლობის მიმართ საზოგადოების აღშფოთებასა და პროტესტს ხელისუფლებამ უპასუხა სიყრუით - ნატო ჩხეიძე
ერთი კერძო კაცის კერძო ინტერესის გამო კიდევ ერთხელ მოუწევთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გაუმართლებლის გამართლება და ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის ძალადობრივი და უკანონო ქმედების გათეთრება და სასწრაფოდ შეთხზული, „პროპორციული ძალის გამოყენების“ მტკიცებას, მხოლოდ ცალკეული პოლიციელის მიერ გადაცდომით , - ეს განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ნატო ჩხეიძემ მამუკა მდინარაძეს მიმართა, რომ რეგლამენტის ეთიკის წესებისგან გამომდინარე, საკუთარი შეხედულებების გამყარებას უცენზურო ფრაზებით ნუღარ შეეცდება პარლამენტში.
დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სახალხო პროტესტს სიყრუით პასუხობს.
„მძიმე დღეები გვიდგას ქვეყანაში. ხელისუფლებას არ ესმის თავის ერის! მთავრობას არ ესმის თავის ხალხის! „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ამომრჩევლის! ქვეყანის ეროვნული ღირსების დაცვისათვის საზოგადოების მრისხანებას მთავრობამ უპასუხა არაადამიანური დარბევით, ძალადობით, თვალების დათხრით, უსამართლო სასამართლოთი!
ძალადობისა და უსამართლობის მიმართ საზოგადოების აღშფოთებასა და პროტესტს ხელისუფლებამ უპასუხა სიყრუით.
„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მმართველმა პირადი ინტერესების გადარჩენისათვის კიდეც ერთხელ თავზე გადაგვაფხრიწა ქვეყნის კონსტიტუცია და საზოგადოებაზე ზრუნვის ნიღაბქვეშ საარჩევნო ის ფორმულა გამოგვიცხადა, რაც ქვეყანაში არავის მოსვლია თავში, გარდა იმ ერთი კაცისა.
ერთი კერძო კაცის კერძო ინტერესი ჩვენს პარლამენტში კიდევ ერთხელ გახდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ დასაცავი და მხარდასაჭერი. ერთი კერძო კაცის კერძო ინტერესის გამო კიდევ ერთხელ მოუწევთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გაუმართლებლის გამართლება და ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის ძალადობრივი და უკანონო ქმედების გათეთრება და სასწრაფოდ შეთხზული, „პროპორციული ძალის გამოყენების“ მტკიცებას, მხოლოდ ცალკეული პოლიციელის მიერ გადაცდომით.
აქციებზე ქვეყნის ღირსების დამცველი ახალგაზრდობა ციხეშია!
ეროვნული და დემოკრატიული ფასეულებების დამცველი ხალხი ქუჩაშია!
ამ ხალხის ღირსეული მომავლის შემქმნელი დეპუტაცია აქ ვართ, პარლამენტში!
ციხესა და ქუჩაში მყოფი ადამიანების მიერ არჩეული დეპუტატები ვართ აქ და მოვალენი ვართ, ვუსმინოთ და ვემსახუროთ ამ ხალხს!
ქვეყნის კონსტიტუცია და დეპუტატის ფიცი გვავალდებულებს, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ვუსმინოთ და ვიგრძნოთ და შევასრულოთ ხალხის მოთხოვნა, რადგან სახელმწიფო ხალხისაა, სახელმწიფო არის ხალხი!
დამნაშავე მმართველმა ძალამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა შექმნილ ტრაგიკულ დღეებზე! უნდა განთავისუფლდნენ დაკავებული ახალგაზრდები! უნდა გადადგეს მინისტრი გახარია! უნდა დავიცვათ ქვეყნის კონსტიტუცია და უნდა ვიყოთ ჩვენივე ფიცის ერთგულნი, ძვირფასო კოლეგებო, „ქართული ოცნების“ დეპუტატებო!“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


