პოლიტიკა
ძალადობის მსხვერპლი ვარ - ნინო გვენეტაძე
„მე ძალადობის მსხვერპლი ვარ“, - უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ საბჭოს წევრების უკმაყოფილებას, რომ მან დღემდე არ მოაწერა ხელი ბრძანებას 34 მოსამართლის უვადოდ დამტკიცებასთან დაკავშირებით.
გვენეტაძის თქმით, მისთვის აუტანელია ზეწოლის ქვეშ მუშაობა.
გარდა ამისა, საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ მოუწოდა კოლეგებს, ხმათა 1\3 ის მხარდაჭერით, თავად დააყენონ საკითხი დასამტკიცებლად.
„საბჭოს მიერ დღეს ჩემდამი მიმდინარეობს განსაკუთრებული ზეწოლა ბატონი მდივნისა და წევრების წარმომადგენლობით. ბატონი მდივანი მე დღეს მაიძულებს, რომ მივცე თანხმობა იმ სამუშაო გრაფიკზე, რაც ჩემს სამუშაო გრაფიკთან ჯერ შეჯერებული არ მაქვს და მთხოვს გადაწყვეტილებას. ღიად ვამბობ, მე ხვალ დილის 9 საათამდე გავივლიდი ჩემს გრაფიკს და მექნება ჩემი პოზიცია, არ ეთანხმები ამას? აყენებს მდივანი საკითხს, რომ 1/3-ით მიიღებთ გადაწყვეტილებას? მიიღეთ. მე არ გეთანხმებით, ამას არ ჰქვია საკითხის დაგეგმვა და ორგანიზება. მე დღეს ძალადობის მსხვერპლი ვარ, ღიად ვამბობ, თქვენ ძალადობთ ჩემზე, რომ თქვენს ყველა წინადადებას, რომელსაც აქ შეაჯერებთ, დავეთანხმო ისე, რომ ჩემი გრაფიკი ვერ ვნახო“, -თქვა გვენეტაძემ საბჭოს სხდომაზე.
გვენეტაძემ აღნიშნა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას საბჭოს წევრებს წერილობით აცნობებს.
20 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებისთვის 34 მოსამართლე შეარჩია. მაშინ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ნინო გვენეტაძის განმარტებით, მას ბევრ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა და საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობის გამო არჩევანს ვერ გააკეთებდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


