პოლიტიკა
„ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის N 40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ძალადობაში ადანაშაულებს
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის N 40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჰასმიკ მარანგოზიანს მათი წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენლებს, თეონა ჭალიძეს და არტურ მკოიანს ჰასმიკ მარანგოზიანმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ხელისუფლება რატომღაც ამ რეგიონს განიხილავს, რატომღაც თავის საარჩევნო ყულაბად, სადაც შეუძლია გაყალბების, ძალადობის, სპეცსამსახურების მეშვეობით თავისი საარჩევნო ყულაბა გაავსოს. ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების და მიზანდასახულობის ობიექტი იქნება ახალქალაქის და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და სწორედ ამიტომ გავაგზავნეთ საოლქო საარჩევნო კომისიებში ისეთი პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც აქვთ საარჩევნო გამოცდილება და რომლებიც წინ აღუდგებიან იმ დაგეგმილ გაყალბების ფაქტებს, რომელსაც ხელისუფლება აპირებს ჯავახეთის რეგიონში,“ - განაცხადა ბეჟაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით, ჰასმიკ მარანგოზიანი, გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით.
თეონა ჭალიძის თქმით, ინციდენტის შემდეგ საპატრულო პოლიციას მიმართეს, რის შემდეგაც ახალქალაქის პოლიციაში გადაიყვანეს. იქ კი, ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გივი სიხარულიძე დახვდათ, რომლის მხრიდანაც, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევის ფაქტებს.
„ძალა ერთობაშია"-ს წევრები მოითხოვენ აღნიშნულ ფაქტზე, გენერალური ინსპექციიდან და ცესკო-დან სასწრაფო რეაგირებას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


