პოლიტიკა
დუბლინში საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე კონფერენცია გაიმართა
დუბლინში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, გაიმართა კონფერენცია საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, კონფერენციას ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობამ უმასპინძლა და მასში მონაწილეობა მიიღო ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა.
საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ამ მიმართულებით მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებზე, მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე, ვიზალიბერალიზაციასა და ასოცირების შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) ჩათვლით, ხოლო შემდეგ უპასუხა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ირლანდიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯერი ქაილი, ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის ელჩი დუშან მათულაი, ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ევროპული სამეზობლოს განყოფილების დირექტორი ოუენ ო’ლირი და წამყვანი კვლევითი-ანალიტიკური ცენტრის, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ტომ არნოლდი.
კონფერენციას ესწრებოდნენ ირლანდიის პარლამენტის, საგარეო უწყების, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


