უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 მაისი, 2025 19:59
font-size

დუბაი აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის სერტიფიცირებული ტურისტული მიმართულება გახდა

დუბაის Certified Autism Destination™ სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. ქალაქი აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე პირებისთვის პირველი სერტიფიცირებული ტურისტული მიმართულება გახდა აღმოსავლეთ ნახევარსფეროში.

Certified Autism Destination™ სტატუსი ქალაქს საერთაშორისო სერტიფიკაციისა და ტრენინგის საბჭომ (IBCCES) მიანიჭა. IBCCES საბჭო აუტისტური სპექტრის და სენსორული ინტეგრაციის დარღვევების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა მსოფლიოში. სტატუსი ადასტურებს, რომ ქალაქის ტურისტული სერვისები მაცხოვრებლებისა თუ სტუმრებისთვის მოსახერხებელი და ინკლუზიურია.

აუტიზმის სერტიფიცირებული მიმართულების სტატუსის მოსაპოვებლად ქალაქის ყველა ტურისტული სექტორის –ავიაციის, სასტუმროების, ღირსშესანიშნაობებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის –წარმომადგენლები კოორდინირებულად მუშაობდნენ. დასაქმებული პერსონალი მასშტაბურად დატრენინგდა, გაუმჯობესდა სტუმრების მხარდაჭერის სისტემა, დაინერგა სენსორული გიდები და სპეციალური ფარული სამკერდე ნიშნები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რაც მათ კომფორტულ და თანასწორ გამოცდილებას უზრუნველყოფს. თითოეული სერტიფიცირებული ობიექტი IBCCES საბჭომ ადგილზე შეამოწმა და ინდივიდუალურად მათზე მორგებული სენსორული სახელმძღვანელოები შეიმუშავა.

ტურიზმის ინდუსტრიის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების პროცესში გადამწყვეტი როლი შეასრულა დუბაის ტურიზმის კოლეჯის (DCT) მიერ შემუშავებულმა ონლაინ პლატფორმამ Dubai Way. ონლაინ პლატფორმაზე ხელმისაწვდომი „ინკლუზიური მომსახურების“ სასწავლო კურსი ტურიზმის პერსონალს სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების მომსახურების პრაქტიკულ მეთოდებს სთავაზობს, სასწავლო მოდულები რეალურ ისტორიებზე, ინტერაქციულ დავალებებსა და ვიდეომასალებზეა დაფუძნებული, რაც ემპათიის განვითარებას, ვიზიტორთა საჭიროებების ღრმა ანალიზსა და ინკლუზიური კულტურის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

აუტისტური სპექტრისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის საკითხებზე ბოლო ორ წელიწადში დუბაიში 70 000-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა.

ტრენინგისა და სერტიფიცირების პროცესში 300-ზე მეტი სასტუმრო ჩაერთო, ქალაქის 20-მდე ტურისტულ ობიექტს, ასევე პლაჟებსა და პარკებს IBCCES-ის სერტიფიცირება მიენიჭა.

„Certified Autism Destination™ სტატუსის მინიჭება დუბაისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ინკლუზიური გარემოს შექმნის გზაზე. ჩვენ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ, არამედ მუდმივად ვამაღლებთ მომსახურების ხარისხსა და პროფესიული უნარების დონეს“ - აღნიშნა, დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციის (DCTCM) გენერალურმა დირექტორმა ისსამ ქაზიმმა.

„დუბაი ინკლუზიური ტურიზმის სფეროში ახალ სტანდარტებს ქმნის და ჩვენთვის დიდი პატივია, ამ ინიციატივის ნაწილი ვიყოთ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ გზაზე, რაც მიზნად ისახავს ქალაქის ყველა ვიზიტორმა — მათ შორის აუტიზმისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე პირებმა დუბაის ღირსშესანიშნაობების აღმოჩენა უსაფრთხო, კომფორტულ და ინკლუზიურ გარემოში შეძლონ“ - აღნიშნა IBCCES-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მაირონ პინკომბმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: visitdubai.com/accessibility.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი