პოლიტიკა
დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, ფასებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მოსამზადებლად, საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, პარლამენტმა, კომისიის მუშაობის პარალელურად, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია.
კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო კომპანიის მოწვევის მიზანია, კომპანიამ შეისწავლოს გამოწვევები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.
ბერეკაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორის შესწავლაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი სექტორია და საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს.
შოთა ბერეკაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება.
საპარლამენტო კომისიის წევრებმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართოთ ინიციატივით, რომ პარლამენტმა ჩვენი კომისიის პარალელურ რეჟიმში მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია, რომელსაც აქვს კარგი გამოცდილება, ასე ვთქვათ, პირველადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების სექტორზე. მოვიწვიოთ ასეთი კომპანია, რომ პარალელურ რეჟიმში შეისწავლოს ჩვენი სექტორის სტრუქტურა, ბიზნესპროცესები, რა პრობლემები არსებობს, შეადაროს საქართველოს მსგავს ქვეყნებთან, სხვა ქვეყნებთან ბაზრის სტრუქტურა და თავისი რეკომენდაციები დაწეროს. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან ჩვენი კომისიის მუშაობის პარალელურად გვექნება დოკუმენტი, შესაძლებელია, განსხვავებული თვალით დანახული, გარედან შეფასებული, რომელიც არსებითად მნიშვნელოვნად დაეხმარება საბოლოო ჯამში ჩვენი კომისიის მუშაობას და შედეგზე გასვლას“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისიის მომდევნო სხდომა პარასკევს, 13 თებერვალს გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


