პოლიტიკა
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც მოხდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება - მიხეილ ჯანელიძე
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ს კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება, - აცხედებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
მიხეილ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
„აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც:
- პირველად მოხდა აშშ კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება;
- დაწესდა შეზღუდვა ნებისმიერ აშშ დაფინანსებაზე იმ სახელმწიფოსი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;
- აშშ-ს წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ მხარდაჭერა იმ პროგრამების, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს;
- აშშ სახელმწიფო მდივანს დაევალა 90 დღის განმავლობაში კონგრესს მოახსენოს რუსეთის მიერ ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ;
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გამოეყოთ დამატებითი დახმარება რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად და ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად.
ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ჩვენი რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი.
ეს არის აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის უპრეცედენტო მაგალითი, რაშიც ძალიან დიდი რესურსი ჩაიდო საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და რა თქმა უნდა, დიპლომატიის.
აშშ-ში საქართველოს საელჩოს დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის!“ - წერს მიხეილ ჯანელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


