პოლიტიკა
დოდო გუგეშაშვილი ლევან იზორიას, მიხეილ ბატიაშვილისა და ირაკლი სესიაშვილის გადადგომას მოითხოვს
„თავდაცვისა და უსაფრთხოების“ სასკოლო სახელმძღვანელო არის ანტისახელმწიფოებრივი, რომელიც საქართველოს ისტორიას აყალბებს“,– ამის შესახებ საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“-ს თავმჯდომარემ, თადარიგის პოლკოვნიკმა, დოდო გუგეშაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გუგეშაშვილი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის გადადგომას ითხოვს სკოლებში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ისტორიის სწავლების გამო.
მისი აზრით, განათლებისა და თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება იყო, რუსეთთან ომისა და ომში მონაწილე ქართველი გმირი ჯარისკაცების ისტორიის შესწავლა არა 2008 წლიდან, არამედ აფხაზეთის ომიდან დაწყებულიყო.
„თავდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ქმნის წიგნს, რომელიც უნდა ასწავლონ იანვრიდან 14 სკოლაში, სადაც საქართველოს გმირული ისტორია და მაგალითები არის მხოლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე დაფუძნებული.
ეს წიგნი არის ანტისახელმწიფოებრივი , რომელიც საქართველოს ისტორიას აყალბებს.
13 თვე და 13 დღე მიმდინარეობდა აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომი. გმირობის უამრავი მაგალითი იყო , რასაკვირველია, გმირობის უამრავი მაგალითი იყო 2008 წელს. საერთოდ, არ შეიძლება გმირი ბიჭების შედარება. ისევე როგორც არ შეიძლება გმირობის შედარება. თავდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა და ჩრდილავს 13 თვისა და 13 დღის მანძილზე მიმდინარე ომს, გმირობის მაგალითებს.
ჩვენი მოთხოვნაა გადადგეს თავდაცვის მინისტრი იზორია თავის მოადგილეებითურთ, განათლების მინისტრი, მოადგილეებითურთ, თავდაცვის და უშირშროების კომიტეტის თავმჯდომარე პარლამეტში სესიაშვილი, რამეთუ გაგებაში არ არიან, რომ საქართველოში გმირობა და გმირი ბიჭების მაგალითები არ დაწყებულა 2008 წლიდან.
შეჩერდეს ამ წიგნის ბეჭდვა . თითოეული თავი რაც ეხება სამშობლოს დაცვას შეთანხმებული იყოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებთან, არასამთავრობო ორგანიზაცებითან, ვეტერანების საქმეთა სახელმეწიფო სამსახურთან“,- განაცხადა გუგეშაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


