სამართალი
დოდო გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მკვლელი უკვე საზღვარგარეთ იმყოფება
დოდო გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მკვლელი უკვე საზღვარგარეთ იმყოფება.
განცხადება გუგეშაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
გუგეშაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ მომხდარი თავდასხმის მოტივი კვალავაც უცნობია.
მისივე თქმით, მკვლელი, რომელსაც ის როგორც ჩანს, არარეალური სახელით იცნობდა, კვლავაც არ არის გამოძიების მიერ იდენტიფიცირებული.
ამასთან, მოკლულის დედა ფიქრობს, რომ მკვლელობა არ უნდა ყოფილიყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ შეკვეთილი.
„ვინაიდან არ არის იდენტიფიცირებული, არ ვიცით არის ქვეყანაში თუ არა. მაგრამ სრულიად გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არანაირად არ არის მკვლელი და შემკვეთი, ჩვენ სამშობლოში არიან, თუ გასულები არიან. როდესაც იდენტიფიცირება მოხდება, მოხდება ისიც, რომ მათ ჩამოიყვანენ ინტერპოლის მეშვეობით,“-აცხადებს დოდო გუგეშაშვილი.
მისივე თქმით, ის სრულ ნდობას უცხადებს გამოძიებას.
,,იხილება ყველა შესაძლო ვერსია, გამოკითხულია ათასობით ადამიანი. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ზუსტი ფოტორობოტის შექმნა, ვინაიდან მე ვერ მივაწოდე მკვლელის ზუსტი გარეგნული აღწერილობა შსს-ს. ვერსიის დონეზეც არ ვიცი, ვის შეიძლებოდა დასჭირვებოდა ეს ტრაგედია, მხოლოდ ერთი შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ მკვლელის სამიზნე ორივე ვიყავით, მეც და ჩემი ვაჟიც. სრულ ნდობას ვუცხადებ დღევანდელ ხელისუფლებას და მჯერა, რომ საქმე ძალიან მალე გამოძიებული იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს გუგეშაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


