პოლიტიკა
ჯობია სახელმწიფო უწყებები დაკავდნენ კრიმინალთან ბრძოლით - გიორგი აბაშიშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უწყებები კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად პრეზიდენტის შავი პიარით არიან დაკავებული.
აბაშიშვილმა „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ გააკრიტიკა შეწყალებით გამოსული რეციდივების სტატისტიკის გამოქვეყნების გამო და აღნიშნა, რომ პარტიებმა სტატისტიკა არალეგალურად მოიპოვეს.
„იმის ნაცვლად, როცა პრეზიდენტის მოწოდება იყო, რომ მაქსიმალურად ყველა ჩართული ყოფილიყო იმ პროცესში, რომ გაგვეუმჯობესებინა სიტუაცია, მივიღეთ პასუხად ბინძური შავი პიარი და ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტზე. იმის ნაცვლად, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაიცვეს მოქალაქე, რომელმაც მიმართა დასაცავად, დაიწყეს საქართველოს პრეზიდენტზე გადაბრალება.
მე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ვაცხადებ, რომ არცერთი უწყებიდან - არც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, არც პროკურატურიდან არ მიგვიღია არანაირი ის სტატისტიკა, რომელზეც ვითომ გუშინ საუბრობდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს უწყებები ამ არალეგალურ სტატისტიკას, რომლის სანდოობაში, კაცმა არ იცის, რამდენად უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, აძლევენ მათ რუპორ პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ ეს სტატისტიკა ლეგალურად იყოს შეფუთული.
ფაქტობრივად, მთელი სახელმწიფო მანქანა, ამ ორ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად, თუ ვინმეს კიდევ ვერ წარმოუდგენია რა სურათთან გვაქვს საქმე, მე მგონი, გუშინ ამ არაოფიციალური სტატისტიკის ლეგალურად გასაღების მცდელობა იყო. ვიმეორებ, არავის არ მოუწოდებია ეს სტატისტიკა ჩვენთვის და უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ეფექტური თანამშრომლობა რას ნიშნავს, რომ თუ რაღაც ინფორმაცია ვიცით, საჭიროა ამის გაცვლა და არა სიურპრიზების დაანონსება, რომ თურმე მკვლელობები ვინმეს სიურპრიზი ჰგონია და კიდევ გვიანონსებენ, თუ რა იქნება.
ჯობია, სახელმწიფო უწყებები დაკავდნენ კრიმინალთან ბრძოლით, რომ არ მოხდეს ისევ ისეთი ტრაგიკული ფაქტები, როგორსაც ჰქონდა ადგილი“, -თქვა აბაშიშვილმა.
პრეზიდენტისადმი ოპოზიციისა და უმრავლესობის კრიტიკა ეხებოდა გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებულ ვეფხია ბაქრაძეს.
ბაქრაძე სასჯელს იხდიდა ოჯახური ძალადობისთვის, 2017 წელს ის პრეზიდენტმა შეიწყალა. მიმდინარე წლის 13 აპრილს ბაქრაძემ ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით თავის გერს, თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოსჭრა ახალგაზრდა ქალის ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


