საზოგადოება
ჯიღაურაში შალვა ხეცურიანის „სომელიეს სკოლის“ სასწავლო ჯგუფისთვის სემინარი გაიმართა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე შალვა ხეცურიანის „სომელიეს სკოლის“ სასწავლო ჯგუფისთვის თემატური თეორიულ-პრაქტიკული სემინარი გაიმართა. სემინარს ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ხელმძღვანელობდა.
ლევან უჯმაჯურიძემ ჯიღაურაში არსებული ამპელოგრაფიული კოლექციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს უნიკალური გენეტური რესურსების დაცვა-შენარჩუნებისა და მათი კვლევის მიმართულებით ცენტრის საქმიანობა გააცნო. საუბარი შეეხო ვაზის ჯიშების შესწავლის, მათი ადაპტაციის შეფასების და ინოვაციური მიდგომების დანერგვის იმ პრაქტიკას, რომელსაც ცენტრი მრავალწლიანი კვლევითი საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს. ლევან უჯმაჯურიძემ ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლს როგორც მევენახეობის, ისე მცენარეთა გენეტიკური რესურსების კვლევისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
სემინარის პრაქტიკული ნაწილი ეხებოდა ვენახის გაშენების ძირითად ეტაპებს - ნიადაგის ფიზიკური მახასიათებლების განსაზღვრას, დაგეგმარების პრინციპებს, ნერგის შერჩევის კრიტიკულ მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სერტიფიცირებული სარგავი მასალის გამოყენებაზე, რომელიც ვენახის ჯანმრთელობისა და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა.
ვენახში ჩატარებული პრაქტიკული დემონსტრაციის დროს მონაწილეები გაეცნენ მწვანე ოპერაციების შესრულების პრინციპებს, ვაზის ფორმირების ძირითად მიდგომებსა და აგროტექნიკური სამუშაოების თანამედროვე ტექნოლოგიებს.
სემინარი სასწავლო ჯგუფისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენდა პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისა და სამეცნიერო სფეროსთან თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


