სამართალი
ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები: კოტე დ. და დავით შ. დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებულები,რომელთაგან ერთ-ერთი თავს ასაღებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლად, წინასწარი შეთანხმებით, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს,თითქოსდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით, ქ.თბილისში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ,რის სანაცვლოდაც მათ 200 000 ლარის გადახდა მოითხოვეს.
,,მიმდინარე წლის 8 მარტს,დაკავებულებმა,აღნიშნულ მოქალაქეებს, წინასწარ გამოართვეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულების სახით დააკავეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - აცხადებენ სუს-ში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


