სამართალი
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 9 წლით და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენაში ბრალდებული მ.ჯ. და ი.ტ. დამნაშავედ ცნო.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 თებერვალს, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მ.ჯ.-მ და ი.ტ.-მ, ყაჩაღურად თავდასხმის მიზნით, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსი გააჩერეს, რომელსაც მართავდა ზ.ჯ. და მეტროსადგურ ,,მარჯანიშვილთან’’ მიყვანაზე შეუთანხმდნენ. გზაში მ.ჯ.-მ და ი.ტ.-მ მძღოლს ავტომანქანა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განთავსებულ ე.წ. დევნილთა საერთო საცხოვრებელთან გადაახვევინეს, მ.ჯ.-მ ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგანი ამოიღო, რის შემდეგაც მან და ი.ტ.-მ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დაზარალებულს 40 ლარი, ავტომანქანის გასაღები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა მ.ჯ. და ი.ტ. 2018 წლის 27 თებერვალს თბილისში დააკავეს. მ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის), ხოლო ი.ტ.-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩათ პატიმრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად მ.ჯ.-ს 9 წლით, ხოლო ი.ტ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ვინაიდან ი.ტ. დანაშაულის ჩადენის შემდგომ ფსიქიკურად დაავადდა, იგი სასჯელს შესაბამის დაწესებულებაში მოიხდის.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


