უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 მარტი, 2025 16:41
font-size

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 პირის წინააღმდეგ საქმე ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებულია - არასამთავრობო სექტორი

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 პირის წინააღმდეგ საქმე ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებულია, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ბარამიძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე განცხადებით, „ყველა ეს მასალა დაუშვებელი მტკიცებულებაა, რომელსაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეყრდნობა“.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული საქმეები „ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებულია“.

„პროტესტის 8 მონაწილის - ზვიად ცეცხლაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის და ინსაფ ალიევის წინააღმდეგ ე.წ. „ჯგუფური ძალადობის” მოტივით მიმდინარე საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული.

ეს ყოველივე მიზნად ისახავს ბრალდებულების დასჯას სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო, აგრეთვე, მთლიანად საზოგადოების - განსაკუთრებით კი სტუდენტური ჯგუფების და ახალგაზრდების დაშინებას, რათა მათ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობის სურვილი წაერთვათ.

სამ მათგანს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ბრალი ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა ან ხელმძღვანელობაში, რისთვისაც მათ სასჯელის სახით 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, დანარჩენ 5 ბრალდებულს - თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, გიორგი გორგაძეს, ინსაფ ალიევს და ირაკლი მიმინოშვილს პროკურატურა ბრალს დებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-იდან 6 წლამდე.

სისხლის სამართლის საქმის მასალების 14 ტომის შესწავლის საფუძველზე ჩვენ მივედით დასკვნებამდე, რომ:

საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობას;

საქმეზე შეგროვებული ძირითადი მტკიცებულებები - აუდიოვიზუალური მასალა - მოპოვებულია სისხლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით და წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი;

არ არის სახეზე ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობა, რადგან საერთოდ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ დანაშაულის შემადგენლობის ერთი აუცილებელი ელემენტის - წინასწარ შეთანხმებული, ორგანიზებულად ჩამოყალიბებული ჯგუფის არსებობაზე მიუთითებს;

საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს.

ბრალდებულების მიერ ვითომდაც ჩადენილი დანაშაულის მთავარ მტკიცებულებებად გამოყენებულია აუდიო/ვიდეო მასალა, რომელიც სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტ პორტალებიდან არის ჩამოტვირთული.

ამ მასალების მოპოვების კანონიერება არ მტკიცდება, რადგან საქმეში არ არის არც შესაბამისი სასამართლო განჩინება და არც თუნდაც პროკურორის დადგენილება. ასევე, უცნობია მათი თავდაპირველი წყარო. დადგენილი არ არის მათი ავთენტურობა. შესაბამისად, ყველა ეს მასალა დაუშვებელი მტკიცებულებაა, რომელსაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეყრდნობა. ბრალდებულების მამხილებელი რაიმე სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის.

საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება - არც მოწმის ჩვენება, არც აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, არც რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეკავშირებულნი ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების განსახორციელებლად, რომ მათ ჰყავდათ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, რომელიც გასცემდა დავალებებს და მითითებებს, რომლებსაც ჯგუფის წევრები ასრულებდნენ, რომ მათ გაცნობიერებული ჰქონდათ ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის განზრახვის შესახებ. მეტიც, ერთი გამონაკლისის გარდა (კასრაძე-კაძელაშვილის შემთხვევა) ბრალდებულები ერთმანეთს საერთოდ არც იცნობდნენ.

აქედან გამომდინარე, არ არსებობს „ჯგუფური ძალადობის“ შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი - ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც წინასწარ შეთანხმებით, საერთო განზრახვით, ორგანიზებულად ჩადიოდა დანაშაულს.

ბრალდებულების წინააღმდეგ შეკერილი საქმეების მონაწილეები:

მოსამართლეები

თეონა ეპიტაშვილი

არსენ კალატოზიშვილი

ნანა შამათავა

თამარ მჭედლიშვილი

ირაკლი ხუსკივაძე

ლელა მარიდაშვილი

თამარ მახარობლიძე

დავით კურტანიძე

პროკურორები

შმაგი გობეჯიშვილი

ნუგზარ ჭიტაძე

ვაჟა თოდუა

ვახტანგ ცალუღელაშვილი

გიორგი მუკბანიანი

შსს-ს თანამშრომლები

არსენ ხუნაშვილი

დავით ქებურია

დავით ქურდოვანიძე

გიორგი ჯიქია

მალხაზ შაშვიაშილი

შალვა ჯახუა

ლევან ბასილაძე

გიორგი მაჭარაშვილი

გენადი იოსებაშვილი

ლევან ნიჟარაძე

დავით ქიტიაშვილი

ნიკა აბაკელია

ზურაბ ჯღარკავა

მიხეილ მჭედლიშვილი

გელა გულორდავა

ივანე ფირესაშვილი

ერეკლე მეტრეველი

კონსტანტინე კერესელიძე

ნანა ჯინჯიხაძე

გიორგი მხეიძე

ლაშა გერლიანი

გიორგი მოლაშხია

ვალერიან თაბუკაშვილი

ზვიად გოშაძე

ბაქარ გლუნჩაძე

ვახტანგ დაბრუნდაშვილი

ეკა ზაალიშვილი

ირაკლი გველესიანი

მოვუწოდებთ ამ პირებს, უარი თქვან უკანონო დავალებების შესრულებაზე და დაიცვან მოქალაქეების უფლებები“, - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგზე.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი