პოლიტიკა
ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, რა, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს - კახა კალაძე
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებზზე საუბრისას აღნიშნა, რომ ოპოზიციის განცხადებები სასაცილოა. მან უხამსი სიტყვებით ურჩია გაერთიანებულ ოპოზიციას, სახელმწიფო გადატრიალების მაგივრად თავის საწოლებში იტრიალონ.
„სასაცილოა, მათი განცხადებები. ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ისინი გაისროლა პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე. მათი დესტრუქციული ქმედებები სიახლე არ არის საზოგადოებისთვის, ჩვენ მთელი არჩევნების განმავლობაში, არჩევნებამდე და ახლაც ვისმენდით და ვისმენთ, რომ სურვილი აქვთ, ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, დაპირისპირება, საუბრობდნენ დამხობაზე, ჯერ იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, რა, გრიგოლა ვაშაძე გადატრიალებას რომ დაუპირებს, რა. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებსა და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ. სახელმწიფოსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან და თავი დაანებონ, თორემ ყველას მოუწევს პასუხისგება თავიანთ ქმედებებზე, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა“,- განაცხადა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


