სამართალი
ჯეოსელის ოფისის გაქურდვის მცდელობისას უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ჯ. ს. და 1988 წელს დაბადებული ა. ს. ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ვადით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ჯ. ს. და ა. ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე "ჯეოსელის" ოფისში მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


