პოლიტიკა
ჯარის ბანაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან, ჩვენ თუ დღეს ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს, პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურებაა - ირაკლი კობახიძე
ჩვენ თუ დღეს ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს, პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურებაა, რასაც განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოჯორში, ჯარის ბანაკის გახსნაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯარის ბანაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდებს, ჯართან ურთიერთობით, შესაძლებლობა აქვთ ემოციებით ეზიარონ ყველაფერს, რასთანაც ქვეყნის თვითმყოფადობა და იდენტობაა დაკავშირებული.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ ჯართან ურთიერთობით, თქვენ გაქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა, ემოციებით ეზიაროთ იმ ყველაფერს, რასთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა და იდენტობა. ჩვენი ჯარი არის ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი.
23 საუკუნის წინ დაფუძნდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და იქიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნისა და ქართული ჯარის ისტორია არის ერთმანეთისგან განუყოფელი. ყოველ ჯერზე, როდესაც ეს სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, პირველი, სწორედ, ქართველი ჯარისკაცი იდგა ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და ჩვენი დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. ეს გრძელდება უკანასკნელი წლების განმავლობაშიც, მას შემდეგ, რაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამ 35 წლის განმავლობაში, ქართულ ჯარს გადახდა სამი ომი. ეს იყო უთანასწორო ომები, თუმცა სამივე ჯერზე ქართულმა ჯარმა და ქართველმა ჯარისკაცმა აჩვენა გმირობის უმაღლესი მაგალითი. ჩვენ თუ დღეს ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურებაა. ჩვენ ამას განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. ქართული საზოგადოება ამას აფასებს და ყველა კვლევით დასტურდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ქართული ჯარი არის პირველ ადგილზე საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით. ეს არის ის ნდობა, რომელიც ქართულმა ჯარმა დაიმსახურა ამ მრავალსაუკუნოვანი და ბოლო წლების განმავლობაში უკვე მრავალწლიანი მოღვაწეობით, თავისი გმირობით, ჯარისკაცების გმირობით და ეს არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა ვცეთ პატივი და გავუფრთხილდეთ,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


