უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 იანვარი, 2019 14:39
font-size

ჯარიმების ლიბერალიზაციის მიმართულებით ჩვენ მკვეთრი ნაბიჯები გადავდგით - ივანე მაჭავარიანი

ჯარიმების ლიბერალიზაციის მიმართულებით ჩვენ მკვეთრი ნაბიჯები გადავდგით, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.

ფინანსთა მინისტრმა სპეციალური პრეზენტაცია გააკეთა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.

როგორც მან აღნიშნა, ჯარიმების ლიბერალიზაციის საკითხი წლების განმავლობაში არაერთ საერთაშორისო ანგარიშში ხვდებოდა.

„საუბარი იყო იმაზე, რომ ჯარიმები იყო არათანაბარზომიერი და ზოგ შემთხვევაში, დრაკონულიც. ამ მიმართულებით ჩვენ მკვეთრი ნაბიჯები გადავდგით. განახევრდა საგადასახადო ჯარიმის ოდენობა, იმ შემთხვევაში თუ გადამხდელი დროულად შეასრულებს საგადასახადო ორგანოს მიერ მასზე დაკისრებულ საგადასახადო ვალდებულებებს, სამჯერ შემცირდა ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და გადაუხდელი გადასახადის თანხაზე საურავის დარიცხვა გრძელდება არაუმეტეს 3 წლისა და დაწესდა ზღვრული ოდენობა გადასახადის შემცირებისათვის არსებულ ჯარიმაზე. ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას, პირველ შემთხვევაში სანქციის სახით გამოიყენება გაფრთხილება, ფულადი ჯარიმის ნაცვლად,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო რეიტინგებისთვის და რაც ასევე არსებითია პირველ რიგში წაადგება მეწარმეებს.
„აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში” საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებში ლომის წილი უკავია იმ საგადასახადო რეფორმებს, რომელიც გაატარა ფინანსთა სამინისტრომ. მჯერა, რომ ჯარიმების და დამატებით გადახდისუუნარობის კანონი, რომელიც პრაქტიკულად მზად არის, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო წინ წაწევს საერთაშორისო რეიტინგებში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.

კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დღეს გაიხსნა. კონფერენცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი