უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მარტი, 2019 14:00
font-size

„ჯანსაღი ცხოვრებით, ჯანსაღი გარემოსთვის“ - სტუ-ის სტუდენტურმა დღეებმა 2019 სტარტი აიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ დარბაზში, ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროექტის გახსნის ცერემონია, პროექტის პრეზენტაცია და კონცერტი ჩატარდა.

„სტუ-ის სტუდენტურმა დღეებმა 2019 - ჯანსაღი ცხოვრებით, ჯანსაღი გარემოსთვის“ სტარტი აიღო.

მასშტაბური სტუდენტური პროექტის გახსნის ღონისძიებას, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, საქართველოს საპატრიარქოს, ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ორგანიზება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ გაუწია, ფინანსური მხარდაჭერა კი - ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და თბილისის მერიამ.

სტუდენტური დღეების გახსნით კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ტექნიკური უნივერსიტეტის მუსიკალურმა ჯგუფებმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა - „მერანი“.
„სტუ-ის სტუდენტური დღეები 2019 - ჯანსაღი ცხოვრებით, ჯანსაღი გარემოსთვის“ 30 ივნისამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, მონაწილის სტატუსით ჩაერთვება 5 000-მდე სტუდენტი, ჩატარდება 100-ზე მეტი ღონისძიება სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო მიმართულებით, პარალელურად, აქტიური პროპაგანდა გაეწევა ჯანსაღ გარემოზე ზრუნვას, მოეწყობა გამწვანებისა და დასუფთავების აქციები.

ტექნიკური უნივერსიტეტის წლევანდელ სტუდენტურ პროექტს ნაწილობრივ აფინანსებს ქ. თბილისის მერია, ასევე, მხარს უჭერს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები რომელთაც დაწესებული აქვთ პრიზები სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებულთათვის.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობამ მსგავსი სტუდენტური პროექტები გასულ წლებშიც განახორციელა: 2017 წელს პროექტი მიეძღვნა ვიზალიბერალიზაციის მიღებას; 2018 წელს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სიმბოლურად, 100 ღონისძიება ჩატარდა.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი