პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო პარლამენტში ,,პატრიოტთა ალიანსისა’’ და ,,ევროპული საქართველოს’’ წევრებს შეხვდა
საქართველოში ვიზიტად მყოფი ვენეციის კომისიის დელეგაცია კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს მეთაურობით პარლამენტში ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტებს’’ შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს პატრიოტთა ალიანსის წევრმა, გიორგი ლომიამ განუცხადა, საუბარი ძირითადად შეეხო საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს.
,,ძირითადად, ვისაუბრეთ იმ კანონპროექტზე, რომელიც მაშინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეიტანა პარლამენტში. პირველი მოსმენით იყო გასული და კენჭსაყრელ ნუსხაში იყო შეტანილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით. თუ კენჭისყრაზე არ იყო საკითხი გასული, ამ შემთხვევაში შეეძლო ვთქვათ კომისიას განეხილა, მაგრამ კენჭსაყრელთა ნუსხაში იყო ეს საკითხი შეტანილი, ამიტომ პარლამენტმა უნდა განიხილოს. თუ არ მოხდა კენჭისყრა, იმის შემდეგ უნდა გადაეცეს კომისიას და რაღაც შესწორებები უნდა შევიდეს ცვლილებებში.
ვენეციის კომისია გარანტორად გამოდის, რომ იურიდიული მხარე ამ მხრივ დაცული იყოს. ის ყოველთვის ოპოზიციას გვერდში ედგა და უდგას’’, - განაცხადა გიორგი ლომიამ.
ვენეციის კომისიის დელეგაცია პარლამენტში ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს’’ წარმომადგენლებსაც შეხვდა.
როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ,,ევროპული საქართველოს’’ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე.
,,საკონსტიტუციო კომისიაში ყველაზე მწვავე და აქტუალური საკითხები იქნება საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომ ეს მანკიერი პრაქტიკა როცა მაჟორიტარული სისტემის მეშვეობით ახდენს მმართველი უმრავლესობა იმაზე მეტი მანდატის მიღებას, ვიდრე ამომრჩეველთა ხმები მიიღოს, ეს პრაქტიკა უნდა მოიშალოს. მეორე ეს იქნება - პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ეს წესი უცვლელად უნდა დარჩეს’’, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


