საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმი 1 ივნისამდე შეიმუშაოს - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმი 1-ელ ივნისამდე შეიმუშაოს, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 5 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი პროფილაქტიკური აცრების სავალდებულობასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
„მექანიკურ შეზღუდვებს შედეგი იშვიათად აქვს ხოლმე. საჭიროა კომუნიკაცია, ყოველდღიური ახსნა, რადგან ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების მოძრაობა პერიოდულად აქტიურდება ხოლმე და მათ ადეკვატური საინფორმაციო კამპანია სჭირდებათ.
ჩვენ არ გვინდა, რომ პირველივე იმპლემენტაციის დროს უხეში რეგულაცია შემოვიღოთ, ამიტომ გვირჩევნია საინფორმაციო აქტივობა, კონსულტაციები, შეჯერება და მსჯელობა“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო გახდება. ასევე, სავალდებულო გახდება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში აცრების სტატუსის შესახებ ინფორმაციის წარდგენა. აღსრულების მექანიზმი კანონმდებლობაში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


