უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 თებერვალი, 2025 11:55
font-size

ჯანდაცვის სამინისტრომ ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, ექიმი ონკოლოგების, კლინიკების ჩართულობით, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა.

სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა, ასევე ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განსხვავებული იყო.

„ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს კი, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

ცვლილების შედეგად დადგენილი რეგულაციები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს ონკოთერაპიული სერვისის, როგორც ანაზღაურების, ისე მიწოდების სისტემას. გარდა ამისა, მოწესრიგდა გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად არსებული დავალიანების დაფარვის მექანიზმი, რაც გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალისა და კლინიკების ფინანსურ მდგრადობას და დადებითად აისახება პაციენტის სერვისის ხარისხზე.

100 %-ით ფინანსდება ქიმიოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ALT, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – AST, ბილირუბინი (საერთო), ბილირუბინი (პირდაპირი), ელექტროლიტები (Ka, Na, Ca), ღვიძლის ფუნქციური სინჯები – GGT, ტუტეფოსფატაზა, შარდის საერთო ანალიზი.

ქიმიოთერაპიის დროს, პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით, ჩასატარებელი დამატებითი ლაბორატორიული კვლევები: ალბუმინის განსაზღვრა სისხლში, მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში.

ჰორმონოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ALT, ღვიძლის ფუნქციური სინჯები – AST“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი