საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, 6 წლის საბა კიწმარიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმებიც ჩაერთვებიან
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ზაზა ბოხუას განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, 6 წლის საბა კიწმარიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმებიც ჩაერთვებიან.
როგორც ზაზა ბოხუამ ჟურნალისტებს საბა კიწმარიშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის კლინიკიდან გაყვანა გახდება საჭირო, სამინისტრო და საავადმყოფო ამას უზრუნველყოფენ.
„როგორც კი პარასკევს შემთხვევა დაფიქსირდა, ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული პაციენტი მეთვალყურეობის ქვეშ უკვე აყვანილი ჰყავდა. ჩვენ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან კონტაქტზე ვართ. ჩატარდა რამდენიმე კონსილიუმი. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ოჯახის მხრიდან მოთხოვნები იყო ჩვეულებრივი, ბანალური, რომელიც ყველა მშობელს ექნებოდა, მაგალითად, ყურადღების მიქცევის საკითხი, რომელიც ჩვენ 24-საათიან რეჟიმში შეუჩერებლად გვქონდა. ჩვენ 2 მიმართულებით ვმუშაობთ: მდგომარეობა დასტაბილურდეს და ყველაფერი იქამდე მივიდეს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ვამოწმებთ, თუ კონსილიუმისთვის ვინ დაგვჭირდება. ასევე, თუ ბავშვს საავადმყოფოდან გადაყვანა დასჭირდება, ამ შემთხვევაში, დაწესებულება მისი ტრანსპორტირებისთვის მზად არის, იმ შემთხვევაში, თუ ეს დასაშვები იქნება, მაგრამ შეიძლება, ესეც არ გახდეს საჭირო”,- განაცხადა მან.
ამასთან, პაციენტის მშობლების ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, ზაზა ბოხუამ განაცხადა, რომ აღნიშნული პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, მშობლებმა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართონ.
საბა კიწმარიშვილის ოჯახის ინფორმაციით, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა 25 დეკემბერს გაუარესდა. ის ჯერ ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი დიაგნოზი კი, როგორც ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებენ, ჯერჯერობით უცნობია.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


