უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 მარტი, 2017 18:30
font-size

ჯაფარიძის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა - ევროპული საქართველო

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ცესკოს მიერ „ახალი პოლიტიკური ცენტრ – გირჩის“ სარეფერენდუმო კითხვის კანაფის ლეგალიზების შესახებ დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგ მისცეს ხმა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მედიანიუსი“ „ევროპული საქართველოს“ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისია განიხილავდა „ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ მიერ წარმოდგენილ სარეფერენდუმო კითხვას „უჭერთ თუ არა მხარს ქვეყანაში კანაფისა და კანაფის პროდუქტების ლეგალიზაციას“ რეგისტრაციის საკითხს. საკითხის განხილვის შემდეგ ცესკომ უარი განაცხადა კითხვის რეგისტრაციაზე. აღნიშნულ კენჭისყრაზე სარეფერენდუმო კითხვის რეგისტრაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ წარმომადგენელმა დავით გურგენიძემ და მასთან ერთად კიდევ სამმა წევრმა. შესაბამისად, „გირჩის“ თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ კენჭისყრაზე პარტიამ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგ მისცა ხმა, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი