პოლიტიკა
ჯაბა სამუშიამ მონადირის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ჯაბა სამუშიამ თემქაზე მდებარე მონადირის ქუჩის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდება საკანალიზაციო ქსელი და წყლის სისტემა, რის შემდეგაც გზის საფარის დაგებაა დაგეგმილი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯაბა სამუშიას შუამდგომლობითა და დედაქალაქის მერიისა და ნაძალადევის გამგეობის თანადგომით, ამ დროისათვის უკვე დასრულებულია ავშნისა და ნუშის ქუჩების რეაბილიტაცია, სადაც მოსახლეობის ნაწილს საკანალიზაციო სისტემა კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი, რაც მეზობელ სახლებსა და შიდა ქუჩებს საფრთხეს უქმნიდა. ჩატარებული სამუშაოებით კი პრობლემა მთლიანად მოგვარდა.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, თემქის მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პრობლემური გზის მონაკვეთი ეტაპობრივად მოწესრიგდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


