პოლიტიკა
ჯაბა ჯიშკარიანმა მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტები გააცნო
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა, მოსახლეობას, 2015-2017 წლებში ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიში ჩააბარა და 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტები გააცნო.
საკრებულოს წევრის განცხადებით, მომავალ წელს, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მთაწმინდის რაიონში წამყვანი ადგილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უჭირავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ასევე სოციალურ მიმართულებასაც.
ჯაბა ჯიშკარიანის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი - ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაა. მისი განმარტებით, სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა: გაკეთდა სადრენაჟე სისტემა და ახალი სანიაღვრე ქსელები. განახლდა და მთლიანად გამოიცვალა ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდების სისტემები.
დეპუტატის განცხადებით, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 18 შენობას, რომელთაგან 13 ისტორიული ძეგლია, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აშენდება 10 ახალი ნაგებობა. კონსტრუქციული გამაგრება ჩაუტარდება ავარიულ შენობებს, ხოლო იქ, სადაც ავთენტურობა შენარჩუნებულია, ნაგებობების შიდა მხარეებისა და ეზოების რეაბილიტაცია მოხდება.
„განახლდება ინტერიერები და რესტავრაცია ჩაუტარდება ორ მხატვრულ სადარბაზოს - ათონელის N31-სა და ათონელის N23-ში. შენობების რეაბილიტაცია 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
მისივე თქმით, რაიონში იგეგმება მწვანე არეალის გაფართოებაც და სკვერებისა და სპორტული მოედნების განახლება-მოწყობა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ორბელიანისა და 9 აპრილის სკვერების სრული ადაპტაცია მოხდება.
ჯაბა ჯიშკარიანმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალ წელს რაიონში არსებული დაზიანებული გზების, ქუჩებისა და შიდა კვარტალური გზების კაპიტალური შეკეთება მოხდება და ამისათვის მთაწმინდის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარია გამოყოფილი.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ ღონისძიებაზე მოსახლეობას სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და დეპუტატმა ირაკლი ზარქუამაც მიმართეს.
ღონისძიებას, მთაწმინდის მოსახლეობის გარდა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე, საკრებულოს წევრები, ქვეყნის საკანონმდელო ორგანოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


