უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 ივნისი, 2020 13:20
font-size

დიზელისა და ბენზინის საავტომობილო საწვავის სინჯების შედეგებით საგანგაშო ვითარებაა - შავლეგ მიშველაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელის შავლეგ მიშველაძის განცხადებით, საწვავის ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. აღნიშნულ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

„საწვავის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები წლების განმავლობაში კვლავ რჩება ნავთობპროდუქტების ინდუსტრიის „აქილევსის ქუსლად“. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მუდმივად საუბრობს საწვავის ხარისხთან დაკავშირებულ მასშტაბურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე. კონკრეტულად ამ ინდუსტრიის შემთხვევაში, საქმე გვაქვს უპრეცენდენტო ფაქტთან: ბაზრის კეთილსინდისიერი მოთამაშეები, ანუ კეთილსინდისიერი ბიზნესი, ითხოვს რეგულაციების არათუ შერბილებას, არამედ გამკაცრებას და შემდგომში მათ აღსრულებას.

აქვე ხაზგასასმელია ბოლო პერიოდში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევა - ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის მონიტორინგის კუთხით. თუმცაღა შედეგი ცხადყოფს, რომ არსებული რეგულაციები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პროცედურები აბსოლუტურად მოძველებულია და ისინი ვერ უძლებენ ვერანაირ კრიტიკას. ა
უცილებელია, ევროპული გამოცდილების გაზიარების გზით, იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების საწვავის ხარისხის კონტროლის ძირეულად განსხვავებული მექანიზმების შემოღება და მათი განუხრელი აღსრულება.

2019 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აღებული საწვავის სინჯების ანალიზის შედეგები ჩვენ უკვე გავუზიარეთ საზოგადოებას. როგორც ველოდით, სამწუხაროდ, დიზელის საწვავში ყოველი მე-4 სინჯი არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პარამეტრებს და გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობა (ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მახასიათებელი) საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს თითქმის 30-ჯერ აღემატებოდა.

ამ მაჩვენებელს თუ ევროპაში მოქმედ დიზელის საწვავის სტანდარტს შევადარებთ, ვნახავთ, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აღებულ დიზელის საწვავის სინჯში გოგირდის შემცველობა 150-ჯერ აღემატება ვეროპულ ქვეყნებში დაშვებულ სტანდარტს.

ხაზგასასმელია, რომ ამ ოდენობით გოგირდის შემცველობის საწვავს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ აწარმოებს და ის რომ ამ ხარისხის საწვავის რეალიზაცია საქართველოში ხდება ეს ფაქტი უდაოდ ითხოვს შესაბამის მოკვლევას და სწრაფ რეაგირებას. 2020 წლის აპრილსა და მაისში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აღებული დიზელისა და ბენზინის საავტომობილო საწვავის სინჯების შედეგებითაც საგანგაშო ვითარებაა: ორივე ტიპის საწვავში, ყოველი მესამე სინჯი შეუსაბამოა ქვეყნის კანონმდებლობის დადგენილ ხარისხობრივ სტანდარტებთან, ანუ, მომხმარებელი იღებს უხარისხო საწვავს, გამოუსწორებლად ზარალდება ქვეყნის ეკოსისტემა, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ზიანდება თითოეული ჩვენთაგანისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობა და სხვა. ამას გარდა, ბუნებრივია, რომ უხარისხო საწვავის არსებობა ძირს უთხრის კონკურენტული გარემოს არსებობას და მნიშვნელოვნად აფერხებს სამართლიანი ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს. იგი ყოველდღიურად ზიანს აყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს და საფრთხეს უქმნის ამ ინდუსტრიაში შექმნილ ათასობით სამუშაო ადგილს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საკუთარი მანდატის ფარგლებში, გააგრძელებს ბენზინისა და დიზელის საავტომობილო საწვავის ხარისხთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა-მონიტორინგს და მაქსიმალურად შეეცდება ხელი შეუწყოს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში გადაუდებლად აუცილებელი რეფორმების განხორციელებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი